თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარას უკავშირდება, 30 შემთხვევა თბილისს, 15 იმერეთის რეგიონს, 11 სამეგრელო-ზემო სვანეთს, ოთხი გურიას, სამი კახეთის რეგიონს, სამი შიდა ქართლს, ორი ქვემო ქართლს, ორი შემთხვევა მცხეთა მთიანეთს, ერთი კი სამცხე-ჯავახეთს უკავშირდება.
„დაგვემატა 187 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის 3 306 შემთხვევა გვაქვს. 187 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: 116 არის აჭარა, 30 თბილისს უკავშირდება, იმერეთს – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთს – 11, გურიას – ოთხი, კახეთს – სამი, შიდა ქართლს – სამი, ქვემო ქართლს- ორი, ასევე მცხეთა-მთიანეთს – ორი, ერთი შემთხვევა კი სამცხე-ჯავახეთს უკავშირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.