საქართველო

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან 12 არის „დონას“ კლასტერთან დაკავშირებული

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 12 არის საკონდიტრო „დონას“ კლასტერთან დაკავშირებული და ჯამში ამ კლასტერში უკვე გვაქვს 36 შემთხვევა; 3 არის დაავადებულთან კონტაქტი, 3 რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომლები არიან, 2 შემოტანილი, 4 დადასტურებულ პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 4 პაციენტზე კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

ეზუგბაიას ცნობით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 275 პაციენტი მკურნალობს, აქედან 3 კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტია. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 81-ია.