საქართველო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 40 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 40 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 447 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1 190-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 010 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.