საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალურიი ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1155 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი, შესაბამისად, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 929-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 6489 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.