გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებული მცხეთის რაიონულმა სასამართლომ კვლავ პატიმრობში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე მაია ოშხარელმა მიიღო.
ადვოკატებმა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს. ისინი დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 5 000-დან 15 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.