საქართველო

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალურ ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1137 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი, შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 922-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 6 439 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –326.