საქართველო

საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა

მთავრობის დადგენილების თანახმად, დღეიდან სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა. მოძრაობა ხუთი მიმართულებით აღდგა: ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი და ფოთი. პირველი რეისი თბილისი-ბათუმის მიმართულებით 08:00 საათზე შესრულდა.

მგზავრები გადიან თერმოსკრინინგს, მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია. ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი, ხელები უნდა დაიმუშაონ დისპენსერებში არსებული სადეზინფექციო ხსნარებით. ამასთან, მატარებელში მოქალაქეები არ დაიშვებიან პირბადეების გარეშე, მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას განცხადებით, აღდგა მხოლოდ დღის ჩქაროსნული მატარებელი.