საქართველო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა , 4 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ვებგვერდი www.StopCov.ge – ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსი 831 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 694 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3213 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 303.