მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

უსაფრთხოების სამსახურმა თეთრ სახლთან ქუჩების გადაკეტვა დაიწყო

ვაშინგტონში უსაფრთხოების სამსახურმა თეთრ სახლთან მიმავალი ქუჩების გადაკეტვა დაიწყო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თეთრ სახლთან რკინის კონსტრუქციები მიიტანეს.

მეშვიდე დღეა, აშშ-ის დედაქალაქში და სხვა ქალაქებში აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობა პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შედეგად 46 წლის აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებს.