საქართველო

ილია მეორე: „უღვთოდ არაფერი ხდება, მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, ღვთისგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის“

უნდა გვახსოვდეს, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ.

„მადლობა უფალს დიდი წყალობისათვის. დღეს ყოველი ჩვენთაგანი ელოდება ღვთის წყალობას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უღვრთოდ არაფერი არ ხდება, ეს ნიშნავს, რომ მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის. დღეს გვექნება კიდევ შეხვედრა, 12 ვნების სახარების კითხვა. გწყალობდეთ ღმერთი, წყალობა ღვთისა იყოს თქვენზე, საქართველოსა ზედა და მთელ მსოფლიოსა ზედა. დაგლოცოთ უფალმა. ჩვენთან არს ღმერთი. 16:00 საათზე იქნება 12 ვნების სახარების კითხვა. წყალობა მოგმადლოთ უფალმა, სიყვარული ღვთისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი. დღეს განსაკუთრებული დღეა  – 63 წლის წინ უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ მაკურთხა დიაკონად. მადლობა უფალს, ჩვენთან არს ღმერთი“, – ბრძანა პატრიარქმა.

 მან მრევლს აცნობა, რომ 16:00 საათზე იქნება 12 ვნების სახარების კითხვა და გაიხსენა, რომ ამ დღეს, 63 წლის წინ უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ ის დიაკონად აკურთხა.