მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გადაუსწრო

ამერიკის შეერთებულ შტატებს მთელ მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა აქვს ახლა, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანას – ტესტირების 85,500-ზე მეტი პოზიტიური შედეგით, რითაც მან გადაუსწრო ჩინეთს, საიდანაც ახალმა კორონოვირსუმა დაიწყო გავრცელება და ასევე დღემდე მეორე ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანას, იტალიას.

როგროც BBC იუწყება, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის უკანასკნელი მონაცემებით, ჩინეთში 81,782, ხოლო იტალიაში 80,589 შემთხვევაა დადასტურებული. მაგრამ „კოვიდ-19“ით გარდაცვლილთა რაოდენობით ამერიკის შეერთებული შტატები საკმაოდ ჩამორჩება ჩინეთს, სადაც 3,291 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ვირუსს, ამერიკაში კი ეს ციფრი 1,300-ს შეადგენს. თუმცა ყურადსაღებია ის, რომ ინფიცირებულთა რეკორდულად დიდი – 25,000-ზე მეტი შემთხვევა შეერთებულ შტატებში მხოლოდ ბოლო 2 დღეშია გამოვლენილი და არავინ იცის სიკვდილიანობის რა მაჩვენებელი დაფიქსირდება იქ.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ასეთი მკვეთრი ზრდა ეჭვქვეშ აყენებს პრეზიდენტ ტრამპის პროგნოზებს, რომ „საკმაოდ სწრაფად“ – აღდგომისთვის, 12 მარტისთვის – ამერიკა დაუბრუნდებოდა თავისი ცხოვრების ჩვეულ რიტმს და ეკონომიკურ განვითარებას.

ბოლო მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ ტრამპმა თქვა, რომ ეს არის „ტესტების რაოდენობის დამსახურება, რომელსაც ჩვენ ვატარებთ“. მან ასევე ეჭვი გამოთქვა ინფიცირებულთა იმ ოფიციალურ სტატისტიკაზე, რაც ჩინეთის მიერ არის გავრცელებული. „თქვენ არ იცით, რა ციფრებია ჩინეთში“, უთხრა მან ჟურნალისტებს.

ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ტესტები ახლა 50-ვე შტატშია ხელმისაწვდომი და მთელი ქვეყნის მასშტაბით 552,000 ტესტირება არის ჩატარებული.

GUARDIAN.GE