საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
9 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 238 086 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 529-ით გაიზარდა და ის 224 718-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 22-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 2 750-ს შეადგენს.