საქართველო

9 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

9 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 263 057 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 566-ით გაიზარდა და ის 254 916-ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 8-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 306-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 18 331, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 700, PCR ტესტით – 5 631.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,52%, ბოლო 14 დღის – 3,74%, ბოლო 7 დღის – 3,63%.