აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

9 ადამიანი დაიღუპა ღამის განმავლობაში ირანში ანტი-სამთავრობო პროტესტანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებებისას

9 ადამიანი დაიღუპა ღამის განმავლობაში ირანში პროტესტანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეხლა-შემოხლისას, იტყობინება BBC სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.

ისპაჰანის რეგიონის ცენტრალურ ნაწილში მსხვერპლის რიცხვმა სულ მცირე 22 შეადგინა.

BBC-ის ცნობით, 6 პროტესტანტი პოლიციის განყოფილებიდან იარაღის ხელში ჩაგდების მცდელობსას იქნა მოკლული, სხვაგან კი 11 წლის ბიჭი და მამაკაცი რევოლუციურ მცველებთან ერთად შეხლა-შემოხლისას დაიღუპნენ.

2009 წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბოლო 6 დღის ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები ირანში ყველაზე მასობრივი ხასიათისაა.

გამოსვლები გასული წლის 28 დეკემბერს ქალაქ მაშჰადში დაიწყო და ქუჩებში გამოსული მოქალაქეები თავდაპირველად მომატებულ ფასებს და კორუფციას აპროტესტებდნენ, თუმცა დემონსტრაციებმა მოგვიანებით სხვა ელფერი შეიძინა და უფრო ფართო ანტი-სამთავრობო ხასიათი მიიღო, სადაც ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილის მოწოდებებმაც კი გაიჟღერა.

დაპატიმრებულია ასეულობით ადამიანი. პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ საპროტესტო გამოსვლები „შესაძლებლობაა და არა საფრთხე“, მაგრამ პირობა დადო, რომ ალაგმავს „კანონდამრღვევებს“.