მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

84 წლის ასაკში მადლენ ოლბრაიტი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი, ჩეხი ემიგრანტი, მადლენ ოლბრაიტი 84 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა. იგი ამერიკის პირველი დიპლომატი 1997 წელს, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს გახდა.

ოლბრაიტი შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად ბავშვობაში, 1948 წელს გადავიდა, როცა მისმა ოჯახმა პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა იმ მოტივით, რომ მათ არ შეეძლოთ სახლში დაბრუნება როგორც თავიანთი ქვეყნის კომუნისტური რეჟიმის ოპონენტებს. მადლენ ოლბრაიტი აშშ-ის მოქალაქე 1957 წელს გახდა.

მან თეთრ სახლში მუშაობა ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის დროს დაიწყო და მოგვიანებით იგი პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი იყო.

1993 წელს ბილ კლინტონის ინაუგურაციიდან მალევე მადლენ ოლბრაიტი გაეროში აშშ-ის ელჩად დაინიშნა, რაც მისი პირველი დიპლომატიური პოსტი იყო. 1997 წელს კი სახელმწიფო მდივანი გახდა, წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ, რასაც ზოგიერთი უწოდებდა თეთრი სახლის ფრაქციას – „რაიმე გარდა ოლბრაიტისა“.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ბილ კლინტონმა და ჯორჯ ბუშმა, ასევე ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და სხვა ცნობილმა პოლიტიკოსებმა, მადლენ ოლბრაიტის გარდაცვალების გამო სამძიმრის განცხადებები გაავრცელეს.

guardian.ge