საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
8 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 10 225 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 318-ით გაიზარდა და ის 5 553-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით სულ 66 ადამიანი გარდაიცვალა.