საქართველო

8 მარტს გარდაბნის კულტურის სახლში ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება გაიმართა

8 მარტს, გარდაბნის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კონცერტებში მონაწილეობა ადგილობრივმა ანსამბლმა და სხვადასხვა წრეების აღსაზრდელებმა მიიღეს.

საზეიმო ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ 18 ქალბატონს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს, მათ შორის იყო დარეჯან კოჭლამაზაშვილი – დამსახურებული პედაგოგი, მინიჭებული აქვს პირველი კატეგორიის მასწავლებლის სტატუსი, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, 2009 წელს მისი ინიციატივით და მატერიალური დახმარებით სოფელ ახალ სამგორში აშენდა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია.

ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში.