საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
8 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 169 649 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 893-ით გაიზარდა და ის 141 392 -ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 36-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 1 576-ს შეადგენს.