საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
8 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 236 028 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 494-ით გაიზარდა და ის 224 189-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 34-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 2 694-ს შეადგენს.