საქართველო

750 ლარამდე შემოსავლის მქონე ადამიანები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, განიხილება იმ მოქალაქეების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება, რომელთა შემოსავალი 750 ლარზე ნაკლებია, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, სადაც ის საკითხები წარადგინა, რომლებზეც მომდევნო პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.

„მნიშვნელოვანია ცვლილებები საგასახადო კოდექსში. ამ საკითხზე ბატონი ირაკლი კოვზანაძე მუშაობდა. ესაა ანტიკრიზისული პაკეტი და მასში მთელი რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ღონისძიებებია, რომლებიც ანტიკრიზისული რეაგირების ფარგლებში, ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ შევიმუშავეთ. მათ შორისაა ისეთი მნიშვნლოვანი საკითხი, როგორიცაა 750 ლარამდე შემოსავლის მქონე ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან. ასეთი ტიპის შეღავათი კიდევ არაერთია და მე გთხოვთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, მაგრამ დეტალურად განვიხილოთ და დროულად მივიღოთ ეს ცვლილებები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.