საქართველო

7 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.


7 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 348-ით გაიზარდა და ის 5 235-ს შეადგენს.


ახალი მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით სულ 62 ადამიანი გარდაიცვალა.