საქართველო

7 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

7 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 164 976 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 988-ით გაიზარდა და ის 137 499 -ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 36-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 1 540-ს შეადგენს.