მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ტროპიკულმა ქარიშხალმა აშშ–ში, 14 კი ფილიპინებზე – პრეზიდენტმა ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინა უბედურების ზონად გამოაცხადა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინა სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ტროპიკულმა ქარიშხალმა 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მოელიან, რომ რეგიონი კიდევ უფრო საშინელი შედეგების მომსწრე გახდება.

ქარიშხალ „ფლორენსის“ სიჩქარე 80კმ/სთ–მდე შემცირდა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ იგი შემდგომ კატასტროფულ წყალდიდობებს გამოიწვევს.

ზოგიერთ ქალაქში წყლის დონემ 60სმ–ს გადააჭარბა და მეტეოროლოგები პროგნოზირებენ, რომ ნალექის დონემ შესაძლოა 1 მეტრსაც კი მიაღწიოს.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში, დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ამასობაში, მსოფლიოს მეორე ნაწილში, ფილიპინებზე, რომელსაც ასევე ქარიშხალი დაატყდა თავს, ათეულზე მეტი, სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა.

პრეზიდენტ ტრამპის მიერ ჩრდილოეთ კაროლინას 8 ოლქის უბედურების ზონად გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ რეგიონი ფედერალურ დაფინანსებას მიიღებს. კერძოდ, თანხები სახლების და სხვა უძრავი ქონების აღსადგენად იქნება გამოყოფილი, ასევე გაიცემა დაბალპროცენტიანი სესხები, რომ დაიფაროს დაზღვევის არ მქონე დანაკარგები.

 

 

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას რეგიონს შესაძლოა პრეზიდენტი ესტუმროს.

guardian.ge