საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
7 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 235 491 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 419-ით გაიზარდა და ის 223 695-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 28-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 2 694-ს შეადგენს.