საქართველო

6 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.


6 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 9 245 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 268-ით გაიზარდა და ის 4 887-ს შეადგენს.


ახალი მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით სულ 58 ადამიანი გარდაიცვალა.