საქართველო

6 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

6 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 560-ით გაიზარდა და ის 37 019-ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 22-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 423-ს შეადგენს.