საქართველო

განათლების მინისტრმა სამინისტროში, სხვადასხვა თანამდებობაზე ახალი კადრები წარადგინა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ცოტა ხნის წინ სპეციალური ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის წესით შერჩეული სსიპ-ების ხელმძღვანელები წარუდგინა.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობას ზვიად გაბისონია დაიკავებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე გახდა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციას გიორგი ვაშაკიძე დაიკავებს.

შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის ახალ დირექტორი კი, სოფიო გორგოძე იქნება.