საქართველო

5 მარტის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

5 მარტის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 272 262 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 172-ით გაიზარდა და ის 266 253-ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 10-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-12-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 563-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 22 022, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13350, PCR ტესტით – 8 672;

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,77%, ბოლო 14 დღის – 1,62%, ბოლო 7 დღის – 1,31%;

კარანტინის რეჟიმში – 300;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 379;

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 154.