საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
5 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 232 079 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 382-ით გაიზარდა და ის 222 787 -ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 18-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 2 646-ს შეადგენს.