საქართველო

5 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.


5 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 8 696 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 375-ით გაიზარდა და ის 4 619-ს შეადგენს.


ახალი მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით სულ 52 ადამიანი გარდაიცვალა.