საქართველო

4 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 5 068 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5 068  ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

4 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 152 704 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 336 -ით გაიზარდა და ის 126 904 -ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 38-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 1 425-ს შეადგენს.