საქართველო

4 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

4 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის ​46 817  შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 537-ით გაიზარდა და ის 31 170-ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 19-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 381-ს შეადგენს.