საქართველო

4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატზე გადავა

4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით დიდ ქალაქებში, სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატზე გადავა, – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ.

„სასწავლო პროცესის განახლების გრაფიკი იცვლება. 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, დიდ ქალაქებში, როგორიცაა: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, აჭარა, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი, სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატზე გადავა“, – განაცხადა დგებუაძემ.