საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
4 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 8 118 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 252-ით გაიზარდა და ის 4 244-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით სულ 50 ადამიანი გარდაიცვალა.