თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მირზა სუბელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
იგი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული.
„მომხდარი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო. თუ შეიძლებოდა ჩემი სიცოცხლის გაცვლით მათი გადარჩენა, მზად ვიყავი ამისთვის. ის გარემოება, რომ ცხოვრებისგან არავინაა დაზღვეული, მეც გამიგია. ვიზიარებ მშობლების მწუხარებას, ტრაგედიას. ბევრი ოჯახი განადგურდა ამით”, განაცხადა მირზა სუბელიანმა სასამართლო პროცესზე.