ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

368 ადამიანი დაიღუპა ბოლო 24 საათში იტალიაში, სადაც უკვე ახალმა კორონავირუსმა 1 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

იტალიამ კორონავირუსით დაღუპულთა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. ბოლო 24 საათის განმავლობაში იქ 368 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან ლომბარდიის რეგიონში 252, საერთო ჯამში კი ახალ კორონავირუსს იტალიაში უკვე 1 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 2 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 100-ზე მეტი კი გარდაიცვალა ბოლო 24 საათში. ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა შაბათის შემდეგ 14-ით გაიზარდა და 35 შეადგინა. კვირას, ადგილობრივი დროით დილის 9 საათის მონაცემებით, ბრიტანეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 372 შეადგინა და შაბათ დილის იმავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 232-ით არის გაზრდილი.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაჟინებით მოუწოდა ბრიტანულ კომპანიებს შეუერთდნენ „ეროვნულ ძალისმხევას“, აწარმოონ უფრო მეტი გამაძლიერებელი სასუნთქი აპარატები და სხვა სამედიცინო მოწყობილობები, რათა დაეხმარონ ეროვნული ჯანდაცვის სამსახურს (NHS) კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰანკოკმა შაბათ დილას თქვა, რომ ხანდაზმული ადამიანები მათი სიცოცხლის დაცვის მიზნით მომდევნო კვირების განმავლობაში 4 თვემდე უნდა მოაქციონ კარანტინში.

ევროპის სახელმწიფოთა მთავრობებმა სხვადასხვა შეფასებები გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ადამიანს შეიძლება შეეყაროს თავიანთ ქვეყნებში ახალი კორონავირუსი. BBC-ის ცნობით, კვირას, საფრანგეთის განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ დაახლოებით ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი დაინფიცირდება კორონავირუსით.

გერმანიაში, კანცლერმა ანგელა მერკელმა კვირის დასაწყისში გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 70%-ს – დაახლოებით 58 მილიონ ადამიანს შეიძლება შეეყაროს ვირუსი.

მანამდე ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში ეპიდემიის პიკზე შესაძლოა სამუშაო ძალის დაახლოებით ყოველი მეხუთე დაავადდეს ახალი კორონავირუსით და ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, დიდი აფეთქებისას ინფექცია 80%-ამდე ბრიტანელს შეიძლება შეეყაროს.

„ნათელია, რომ ახალი კორონავირუსი, კოვიდ-19 მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში მოდევნო თვეების განმავლობაში იქნება მოდებული. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც შეიძლება გაგვეკეთებინა ამ დაავადების შესაკავებლად. მაგრამ ეს ახლა გლობალური პანდემიაა და შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად მოიმატებს და იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც ინფიცირებულია, მეტი, გაცილებით მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე ჩვენ ეს დადასტურებულად ვიცით. ზოგი ამას სეზონურ გრიპს ადარებს, მაგრამ ეს მართებული არ არის, ეს გაცილებით სახიფათოა და ის უფრო გავრცელდება და მე ვალდებული ვარ ვუთხრა ბრიტანეთის საზოგადოებას, ბრიტანელებს, რომ უფრო მეტი ოჯახი, ბევრი ოჯახი დაკარგავს მათი საყვარელ წევრებს“, უთხრა მოსახლეობას დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ.

დიდ ბრიტანეთში 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს სთხოვეს, რომ გარკვეული პერიოდი სახლში დარჩნენ და გარეთ არ გავიდნენ.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰანკოკმა BBC-ის უთხრა, რომ ბრიტანეთი არ გამორიცხავს სხვა ქვეყნების მსგავსად იმოქმედოს და ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ქვეყანაში აფთიაქების და სუპერმარკეტების გარდა ყველაფერი – რესტორნები, ბარები, მაღაზიები და სხვა დაწესებულებები დახუროს.

დიდ ბრიტანეთში სუპერმარკეტებმა მოქალაქეებს დაჟინებით მოუწოდეს არ მიეცენ პანიკას იმის შიშით, რომ თაროები შეიძლება დაცარიელდეს პროდუქტებისაგან, არ იყიდონ იმაზე მეტი საკვები, ვიდრე ეს მათ საჭიროებას წარმოადგენს და არ დატოვონ სხვები იმ პროდუქტების გარეშე, რაც მათ ესაჭიროებათ. „ყველაფერი საკმარისია ყველასათვის, თუკი ერთად ვიმუშავებთ“, ნათქვამია სუპერმარკეტების მიერ გავრცელებულ ერთობლივ წერილში.

GUARDIAN.GE