საქართველო

31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.


31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 227 420 შემთხვევაა დადასტურებული.


გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 282-ით გაიზარდა და ის 211 727 -ს შეადგენს.


ახალი მონაცემებით, 24-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 2 505-ს შეადგენს.