საქართველო

30 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.    

30 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 906-ით გაიზარდა და ის 19 810-ს შეადგენს.  

ახალი მონაცემებით, 12-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 285-ს შეადგენს.