საქართველო

30 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 2 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.


30 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 225 893 შემთხვევაა დადასტურებული.


გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 494-ით გაიზარდა და ის  210 445 -ს შეადგენს.


ახალი მონაცემებით, 38-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 2 481-ს შეადგენს.