საქართველო

3 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 260  ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

3 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 147 636 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 947 -ით გაიზარდა და ის 124 568 -ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 45-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 1 387-ს შეადგენს.