საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
3 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 7 564 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 278-ით გაიზარდა და ის 3 992-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით სულ 48 ადამიანი გარდაიცვალა.