საქართველო

29 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.    

29 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 075-ით გაიზარდა და ის 16 904-ს შეადგენს.  

ახალი მონაცემებით, 20-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 273-ს შეადგენს.