საქართველო

29 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 2 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.


29 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 224 155 შემთხვევაა დადასტურებული.


გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 638-ით გაიზარდა და ის  208 951 -ს შეადგენს.


ახალი მონაცემებით, 25-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 2 443-ს შეადგენს.