საქართველო

28 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.    

28 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 197-ით გაიზარდა და ის 14 824-ს შეადგენს.  

ახალი მონაცემებით, 15-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 253-ს შეადგენს.