საქართველო

28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 270 758 შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი მონაცემებით, 11-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-12-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 510-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 27 885, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 814, PCR ტესტით – 9071;

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 0,89%, ბოლო 14 დღის – 1,96%, ბოლო 7 დღის – 1,55%;

კარანტინის რეჟიმში – 323;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 472;

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 171.