საქართველო

„27 წლის წინ ამ დღეს სოხუმი დაეცა“ – სოხუმის დაცემის დღეს ეხმაურება აშშ-ის საელჩო საქართველოში

სოხუმის დაცემის დღეს ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

„27 წლის წინ ამ დღეს სოხუმი დაეცა. ამ მძიმე ტრაგედიის შედეგად ათასობით ადამიანმა სიცოცხლე დაკარგა და ასობით ათასი აიძულეს, რომ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.

ჩვენ ვიხსენებთ ამ დღეს დიდი სინანულითა და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება“, ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. 

ამ დღის აღსანიშნავად და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ელჩმა კელი დეგნანმა და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა საქართველოში გმირთა მოედანი გვირგვინებით შეამკეს.