საქართველო

27 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

27 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 5254 შემთხვევაა დადასტურებული. 87-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის 1 906-ს შეადგენს.

ამ დროისთვის გარდაცვლილია 28 ადამიანი.