საქართველო

27 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.    

27 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 262-ით გაიზარდა და ის 12 632-ს შეადგენს.  

ახალი მონაცემებით, 23-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 238-ს შეადგენს.