საქართველო

26 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

26 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 4 960 შემთხვევაა დადასტურებული. 60-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის 1 819-ს შეადგენს.