საქართველო

26 თებერვლის შემდეგ პირველად, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

26 თებერვლის შემდეგ პირველად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აღნიშნულის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 20-ით გაიზარდა და ამ დროისთვის საერთო რიცხვი 724-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 879-ს შეადგენს.